თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
დღევანდრლ სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება. მენაბდეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.