იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესი 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში აუცილებლად დაიწყება.
"საუბარია მხოლოდ Pfizer-ზე, ვინაიდან ამ ვაქცინას აქვს დღეისათვის საქართველოში ვაქცინებს შორის დაშვება და მას ნებართვა აქვს მიღებული, რომ გამოყენებული იყოს 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ "დღის კურიერის" ეთერში.