30 აგვისტო 2026,   02:31
ვრცლად
ოზურგეთის დაბა ნასაკირალში საბავშვო ბაღის შენობა იწვის

ოზურგეთის დაბა ნასაკირალში საბავშვო ბაღის შენობა იწვის. ცეცხლი საკმაოდ დიდ არეალზეა გავრცელებული. უკვე მთლიანად დაიწვა ის ნაწილი, სადაც ბაღის ერთი ჯგუფი იყო განთავსებული.

ადგილზე სახანძრო სამსახურის ორი ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ადგილობრივების თქმით, სახანძრო სამსახურს არ აღმოაჩნდა კიბე და საკმარისი წყალი. აქვე იყო განლაგებული ნასაკირალის საარჩევნო უბანიც.

ამ წუთებში მოსახლეობას საბავშვო ბაღის შენობიდან ნივთები გამოაქვს.

დღის ამბები