თურქეთის მოქალაქე, 50 წლის ბეიჰან მუთლუ, სამშაბათს უგზო-დაკარგულად ჩათვალეს.
ის არ უნახავთ მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ, ამიტომაც მასზე ძებნა გამოცხადდა, სამძებრო სამუშაოებში მოქალაქეებიც ჩაერთნენ.
მათ, ვინც დაკარგულს ეძებდა, მალე თავად დაკარგულად მიჩნეული კაცი შეუერთდა დასახმარებლად მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ დაკარგულ პირს ეძებდნენ.
ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა სამძებრო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ხმამაღლა დაიძახა მისი სახელი იმ იმედით, რომ ტყის სიღრმეში დაკარგულს შეიძლება გაეგო. "აქ ვარ!" - გამოეპასუხა მას დაკარგული კაცი, რომელიც, როგორც გაირკვა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
თურქული მედია წერს, რომ კაცი პოლიციამ გამოკითხვის შემდეგ, სახლში წაიყვანა.