განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჰორაიზენ ეუროფის საგრანტო ოფისი გახსნა.
ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატებულ მონაწილეობას ოფისი ხელს შეუწყობს და რეგიონის საჭიროებებს მოემსახურება. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გორის უნივერსიტეტს მალე ბიბლიოთეკის ახალი შენობა ექნება.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის წიგნის "სამაჩაბლოს ისტორია შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია" (დიდი ლიახვის ხეობა) პრეზენტაცია, რომელიც რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა.