20 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
შეკვეთილი მკვლელობა - ნიკა გვარამიას და სხვა ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის ფაქტზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს

ნიკა გვარამიას განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც სუს-ში აცხადებენ გამოძიების ფარგლებში მოხდა ნიკა გვარამიას დაბარება. 

"გამოძიების ფარგლებში დავიბარეთ ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და ასევე რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებეთ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, თუმცა შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც,"- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძე.

დღის ამბები