პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
ირაკლი ბებუას დედის ინფორმაციით, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ერთადერთი მოთხოვნა ირაკლის გათავისუფლებაა
"კონკრეტული გეგმა და პასუხი იმაზე, თუ როდის გაათავისუფლებენ ირაკლის, ჩვენთვის არავის არ უთქვამს. ასევე, ჩვენთვის მესიჯი იყო, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოქტომბრის თვეში შეძლებდა ჩვენთან შეხვედრას და კონკრეტული პასუხების გაცემას ამ თემაზე. ჩვენ ვაგრძელებთ აქციებს და ჩვენი ოჯახი არ გაჩერდება, სანამ ირაკლი არ გათავისუფლდება,"-აცხადებს ირაკლი ბებუას ნათესავი თამუნა ბებუა.