20 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - იხილეთ უბნების ჩამონათვალი

"თელასის" ოფიციალური ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, 1 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 IV მიკორაიონის და ჯავახეთის ქუჩის   მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი- 3 VII კვარტლის, აეროდრომის  დასახლების IX ქუჩის, კალოუბნის და შუამთის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, ხევძმარის, ხიზამბარელის, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას და თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დღის ამბები