ზუსტად 24 საათში ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები იხსნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად ყველა უბანი უკვე მზადაა. პროცესს უპრეცენდენტო რაოდენობის საერთაშოროსო და ადგილობრივი დამკვირვებლები გააკონტროლებენ.
სწორედ 2 ოქტომბერს უნდა მოხდეს ხმების დათვლის ახალი ელექტრონული სისტემის გამოცდაც - საპილოტე პროექტი კრწანისის რაიონის 31 საარჩევნო უბანზე ამოქმედდება. პროექტის მიზანი გაყალბების მაქსიმალურად გამორიცხვა და ხმების დათვლის დროის მნიშვნელოვნად შემცირებაა.