არჩევნებისთვის და გამარჯვებისთვის ემზადებიან "ნაციონალურ მოძრაობაში". ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება ახლა უმნიშვნელოვანესია.
"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხვალ, ჩვენ მშვიდად ყველა არჩევნებზე მივიდეთ და ხმა მივცეთ. ეს არის ახლა ყველაზე უმნიშვნელოვანესი პროცესი და ჩვენი ამოცანა. ხვალ გავიფორმებთ ყველა ერთად, საქართველოს მოსახლეობა გამარჯვებას და ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს ყველას, ამ გამარჯვების შემდეგ დაიწყება განვითარების შეუქცევადი პროცესი,"- აცხადებს ქუთაისის მერობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე.