"ლელოს" ლიდერებმა არჩევნებამდე ერთი დღის ადრე შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდეს.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს იმედი აქვთ, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები იქნება გადამწყვეტი, ქვეყანაში მშვიდი და სტაბილური გარემოს შესაქმნელად.
ამასთან, ლელოს ლიდერები იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით, არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.