02 სექტემბერი 2026,   01:11
ვრცლად
ფოთში, მესამე საარჩევნო უბანთან ხმაური იყო

ხმაური იყო ფოთში #3 საარჩევნო უბანთან. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, საარჩევნო უბნებთან ხალხი მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ატარებენ, რისი უფლებაც, კანონით, 100 მეტრის რადიუსში ეკრძალებათ. მათივე თქმით, შენიშვნა მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ცდილობს. 

"საარჩევნო უბანთან იდგა ხალხი, რომლებიც აგიტაციას ეწეოდნენ. კანონით, 100 მეტრის რადიუსში არავის აქვს ამის უფლება. როგორც კი ვუთხარი, დატოვეთ ადგილი, დაიწყეს ჩხუბი და შევედით მწვავე პოლემიკაში,“ - ამბობს "ნაცმოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე დარეჯან ცხვიტარია.

საპირისპიროს ამტკიცებენ ადრესატები. მათი თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ.

დღის ამბები