20 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
მარნეულში ინციდენტი ამოწურულია - ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე ვითარება სტაბილურია და საარჩევნო პროცესი გრძელდება

მარნეულში, ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ მორიგი დაპირისპირება იყო.  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ანა ილურიძე განმარტავს, რომ დაპირისპირება "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატსა და "გირჩის" წარმომადგენელს შორის.

როგორც ის ამბობს, ინციდენტის მიზეზი გახდა ის, რომ "გირჩის" წარმომადგენელი სამაგიდო სიას ფოტოს უღებდა, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მიუღებლად მიიჩნია და მას შენიშვნა მისცა. სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"გირჩის" წარმომადგენელი კლინიკაში იმყოფება, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო, რის შემდეგაც ადგილიდან ადგილობრივების განრიდება მოხდა. 

საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის 48-ე საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

თუმცა, მანამდე ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ დაპირისპირებას. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდბენ.

დღის ამბები