20 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
ხმაური იყო ოზურგეთში, სოფელ გაღმა დვაბზუში მდებარე საარჩევნო უბანთან

ხმაური იყო ოზურგეთში სოფელ გაღმა დვაბზუში მდებარე უბანთან. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი აცხადებს, უბანთან ას მეტრზე ახლოს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები. 

მისივე თქმით, შეკრებილებს საარჩევნო კანონის დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თავად შეკრებილები თხოვნას დაემორჩილნენ, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარიკა ჩხიკვიშვილი აგრესიით გამოირჩეოდა და მხარდამჭერებს იმავე ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

თავად ჩხიკვიშვილის განცხადებით, ოცნების მხარდამჭერები ასი მეტრის რადიუსის გარეთ იდგნენ და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ისინი შეცდომაში შეჰყავდა.

დღის ამბები