20 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
ამომრჩეველი ორი პირადობით - დაპირისპირება ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე

ფიზიკური დაპირისპირება იყო ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან. საპოლიციო ძალებისა და სასწრაფოს მობილიზება გახდა საჭირო მეოთხე საარჩევნო უბანში. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ახალგაზრდა ქალს ორი სხვადასხვა პირადობის მოწმობით სურდა საარჩევნო უბანზე შესვლა, თუმცა მისი გამოვლენა დამკვირვებლებმა შეძლეს.

ასევე, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, როდესაც მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ გამოვლინდა. დაპირისპირებაში ჩაერთნენ როგორც კომისიის წევრები, ასევე პირები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ.

ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო და დაპირისპირება უბნის გარეთ გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტის შესწავლა დაიწყო.

დღის ამბები