20 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
მინდოდა მიმეწოდებინა ჩემი აზრი, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი - თინათინ ბოკუჩავამ ციხეში სააკაშვილი მოინახულა

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი თინათინ ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა. ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს ციხეში შეხვდა. 

თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ერთადერთი და მთავარი მიზანი არის ქართველი ხალხის დახმარება. 

"მინდოდა მიმეწოდებინა ჩემი აზრი, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი მიუხედავად იმისა, რომ მესმის ის თვლის თავს პოლიტიკურ პატიმრად და არის კიდეც. 

ბუნებრივია, პრეზიდენტი სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, თუმცა მას თავისი პოზიცია აქვს მის უკრაინაში ექსტრადაციასთან დაკავშირებით და დამატებით კომენტარს არ აკეთებს ამ თემაზე. 

ის იმეორებდა, რომ მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ქართველი ხალხის დახმარება,"- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. 

დღის ამბები