20 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
უამინდობის გამო, თუშეთში 18-მა ადგილობრივმა და 26-მა მესაზღვრემ ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლა

შეფერხებები იყო ახმეტის მუნიციპალიტეტში - ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლეს თუშეთში. ცუდი ამინდის გამო ვერ გაფრინდა ვერტმფრენი გადასატანი ყუთით, სწორედ ამ გზით უნდა მიეცათ ხმა მესაზღვრეებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს.

უამინდობის გამო, ახმეტიდან თუშეთის მიმართულებით, ვერტმფრენმა, რითიც კომისიის წევრებს გადასატანი ყუთი უნდა გადაეტანათ, რეისი ვერ განახორციელა.

"არც საუბნო საარჩევნო კომისიებში და არც საოლქოში არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა. არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. რაც შეეხება თუშეთში, შეთანხება იყო, რომ თუ ამინდი შეგვიწყობდა ხელს, ვერტმფრენი მზად იყო გადასულიყო და იქ მიეცათ ამომრჩევლებს ხმა, მაგრამ უამინდობის გამო ვერ ხერხდება და დიდი ალბათობით ვერც მოხერხდება თუშეთში გადაფრენა. 18 არის ადგილობრივი მოსახლე და 26 მესაზღვრე," - აცხადებს #18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მინდია იუკურიძე.

ამას გარდა, ინციდენტი მოხდა მუნიციპალიტეტის 22-ე საარჩევნო უბანზე, იყო სიტყვიერი დაპირისპირება. ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი ამტკიცებს, რომ მისი მისამართით  იყო გარკვეული სიტყვიერი შეურაცხყოფა.

"ცოტა შოკურ მდგომარეობაში ვარ, ჩემთვის 54 წლის განმავლობაში ასეთი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია,“ - ამბობს კომისიის წევრი გიორგი ღანიჯაშვილი.

ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან”. ალექსი ფიცხელაური ამბობს, რომ თუკი რაიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" მოწყობილია.

 

 

დღის ამბები