20 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ზუგდიდში 67-ე საოლქო კომისიაში ხმაურია - ენმ-ს წევრი კომისიის თავმჯდომარეს ოქმის შედგენის შეგნებულად შეფერხებაში ადანაშაულებს 

67-ე საოლქო კომისიაში ენმ- ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე მივიდა. ანა წითლიძის თქმით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" და მის კანდიდატს აქვთ მოგებული, საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ოქმის შედგენის პროცესს შეგნებულად აფერხებს. 

სწორედ ამან გამოიწვია ენმ-ს წევრის უკმაყოფილება. ჯერჯერობით მირანდა მესხი წითლიძის ბრალდებას არ პასუხობს. 

"საათზე მეტია ჩვენი კომისიის წევრებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ წამოიღონ ოქმები. მოვედი, რომ გავარკვიო და ვკითხო ქალბატონ მირანდას, რატომ გასცემს ან უკანონო დავალებებს. მან არ უარყო, რომ ეს ბრძანება იყო გაცემული დანარჩენს კი ყველაფერს უარყოფს. 

ისტერიკის გარდა კონკრეტული პასუხი ვერაფერზე ვერ მივიღე,"- ანა წითლიძე. 

დღის ამბები