თელავის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ბოტკოველი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მმართველი პარტია თავის გადარჩენის რეჟიმშია.
"ქართული ოცნება" ახლა თავის გადარჩენის რეჟიმშია და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ იმ ოლქებში სადაც ცუდად აქვთ საქმე, ოქმებზე არ მოაწერონ ხელი ან ჩაშალონ პროცესი.
მთავარ გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხმა მიიღო ხელს ვერავინ ვერ შეუშლით. ნებისმიერი მცდელობა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარის მხრიდან ან ნებისმიერი ადამიანის მხრიდან იქნება დანაშაული და უნდა იცოდნენ, რომ ამაზე პასუხს აგებენ.
ნებისმიერი მათი ქმედება, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ იქნება გაეცემა პასუხი ამ ყველაფერს,"- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.