20 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
გთხოვთ, ამ შეთანხმებული საბოტაჟით ნუ შექმნით ძალით აჟიოტაჟს - მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ენმ-სა და სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ ხმების დათვლის პროცეს არ შეაფერხონი

"ყველას ვთხოვთ ეს იქნება ენმ-ს წარმომადგენელი, თუ ნებისმიერი სხვა, ნუ შეაფერხებენ მოგონილი არგუმენტებით ოქმის შედგენას, ხმის გადათვლის პროცესს და ნუ შეეცდებიან იქ პრობლემის შექმნას სადაც არ არსებობს პრობლემა. 

ხელოვნურად აფერხებენ ენმ-ს წარმომადგენლები საუბნო კომისიებში ხელოვნურად აფერხებენ პროცესს და მეორე მხრივ მათი ლიდერები ამბობენ თითქოს ცესკო აგვიანებს შედეგების გამოქვეყნებას.

გთხოვთ ამ შეთანხმებული საბოტაჟით ნუ შექმნით ძალით აჟიოტაჟს, როგორც კი დასრულდება ოქმების შედგენა დაილუქება და გაიგზავნება საოლქო კომისიაში, რის შემდეგაც ცესკოს ექნება შესაძლებლობა დადოს შედეგები.

ჩვენ ვნახეთ მსგავსი ხელოვნური სიტუაციის გამო დადგა რიგი საოლქოსთან და ამის გამო ვერ ახერხებდნენ საუბნო კომისიის წარმომადგენლები, რომ დაეტოვებინათ, თუ არ დატოვეს ცესკოში, ცესკო ვერ დათვლის და ვერ გამოაქვეყნებს შედეგებს და შესაბამისად პროცესი შეფერხდება ,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები