20 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
GUAM-ის სადამკვირვებლო მისია: საქართველოში არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ საფუძველზე, მშვიდად და წესრიგის ფარგლებში

GUAM-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ საფუძველზე, მშვიდად და წესრიგის ფარგლებში.

"მოცემული მისია ძირითადად ორიენტირებული იყო არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების დაკვირვებასა და შეფასებაზე, კერძოდ – საარჩევნო უბნებსა და მის გარშემო არსებული სიტუაციაზე, უბნების საარჩევნო კომისიების შემადგენლობაზე, ხმის მიცემის პროცესის ორგანიზებაზე, საარჩევნო უბნებზე არსებულ პირობებზე, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი და ფარული გამოხატვის უზრუნველყოფაზე, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობაზე, პოლიტიკური პარტიების, მედიის, დამოუკიდებელი დამკვირვებლების ყოფნაზე.

დედაქალაქ თბილისის საარჩევნო უბნებზე – კრწანისის რაიონის ნომერ მე-2 და ნომერ მე-4, ვაკის რაიონის ნომერ მე-3, საბურთალოს რაიონის ნომერ მე-60 და 66-ე, დიდუბის რაიონის ნომერ 30-ე და ჩუღურეთის ნომერ პირველ უბნებზე დაკვირვების შედეგების საფუძველზე GUAM-ის დამკვირვებლებმა გადაწყვიტეს შემდეგი განცხადების გაკეთება:

საქართველოს მუნიციპალური არჩევნები იქნა ორგანიზებული და ჩატარებული საერთშორისო ვალდებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ეუთო-სა და ევროპის საბჭოს ვალდებულებებით და სტანდარტებით და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული ეროვნული კანონმდებლობითა და წესებით.

არჩევნები მოეწყო და ჩატარდა კონკურენტულ საფუძველზე, მშვიდად და წესრიგის ფარგლებში. მკაცრად იყო დაცული ხმის მიცემის განსაზღვრული პროცედურები, საარჩევნო პროცესი იყო კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე შემოღებულ იქნა ახალი პროცედურები და ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი შესაძლო მანიპულაციების აღმოსაფხვრელად. ზემოხსენებულ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით მაღალი იყო.

არჩევნების დღეს, საარჩევნო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, სუამ-ის დამკვირვებელთა ჯგუფი ასკვნის, რომ ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები მთლიანობაში იყო დაცული და უზრუნველყოფილი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა, შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი,"- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები