30 აგვისტო 2026,   17:14
ვრცლად
დავფიქრდები საკუთარ თავზე, რამე ხომ არ დავაკელი საარჩევნო პროცესს, ჩვენ ვერთვებით არჩევნების მეორე ტურის ბრძოლაში - მამუკა წოწერია

"ქართული ოცნებიდან" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მმართველი გუნდი რეალობას თვალს უსწორებს, თუმცა, მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"რა თქმა უნდა, დავფიქრდები საკუთარ თავზე, რამდენად გავაკეთე ყველაფერი და რამე ხომ არ დავაკელი საარჩევნო პროცესს.

რა თქმა უნდა, გარემოებებს შორის გახლავთ ის, რომ ჩვენი ელექტორატი გადანაწილდა სხვადასხვა პარტიაზე.

ამან დააყენა ის შედეგი, რაც დადგა. მეორე ტურის მოგებაში დარწმუნებული ვართ, რომ "ქართული ოცნების" სასარგებლო იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერთვებით არჩევნების მეორე ტურის ბრძოლაში. 

უმნიშვნელოვანესი ჩვენი ხმა წაიღეს პატარ-პატარა პარტიებმა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ალბათ ყოფილი პრემიერის პარტიაა," - ამბობს მამუკა წოწერია.

მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულად შეაფასა.

დღის ამბები