საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო. გავრცელებულ განცხადებაში წერია: "ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოს ადგილობრივი არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში." აქვე აღნიშნულია, რომ არჩევნებს ზიანი მიაყენა დარღვევების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ.
"აღნიშნული ხარვეზები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე-2 ტურის კამპანიაში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით", – აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.