ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი ადგილობრივის - იმზარ მამედოვის საცხოვრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების თქმით, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა სახლის ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ერთ-ერთი ვერსიით, ფაქტი სადავო ბიზნეს წილების გაყოფას უკავშირდება.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 188-ე მუხლით მიმდინარეობს.