ოფშორულ ანგარიშებთან კავშირების ამსახველმა მილიონობით ფაილმა მედიაში გაჟონა.
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გავრცელებული დოკუმენტები, რომელიც "პანდორა ფეიფერსის" სახელითაა მოხსენიებული, მილიარდერების, მსოფლიო ლიდერებისა და საჯარო მოხელეების ფინანსურ ოპერაციებს ასახავს.
როგორც მოპოვებული მონაცემებიდან ირკვევა, დოკუმენტებში მოხსენიებული პირები, ოფშორული ანგარიშების გამოყენებით იძენდნენ უძრავ-მოძრავ ქონებას, ფლობდნენ ინკოგნიტო საბანკო ანგარიშებს და ნაწილობრივ, ან სრულად, თავს არიდებდნენ გადასახადებს.
დოკუმენტებში მოხსენიებული არიან ისეთი პირები, როგორებიც არიან იორდანიის მეფე, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი.