02 სექტემბერი 2026,   02:52
ვრცლად
ელგუჯა ცომაიას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სანზონაში სახლი დაუთმო, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ადვოკატები ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ

ელგუჯა ცომაიას, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს სანზონაში ბინა დაუთმო, ბრალი უკვე წარუდგინეს. ახლა მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

ელგუჯა ცომაიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4 წლამდე პატიმრობა ელის. მისი ადვოკატები კი ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.

"ეს არის პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არავითარი პოლიტიკური აფილაცია არ აქვს. ეს არის აბსურდული ბრალი. დანაშაულის დაფარვა არ გულისხმობს ძებნილი პირის საკუთარ სახლში შეფარებას. ეს მუხლი არ არსებობს, ძებნილი პირის შეფარება დასჯადი არ არის. რაც შეეხება საზღვრის საკითხს, დღეს ეს საკითხი არ იხილება, თუმცა პროკურატურის ფანტაზიას და პროკურატურის მიერ ამ აღვირახსნილი დევნის წარმოების პროცესს, შეიძლება, დასასრულიც არ ჰქონდეს,"- აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია. 

"ცომაიას მიმართ წაყენებულია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მძიმე დანაშაულის დაფარვას. ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებობს ამის საკმარისი საფუძველი,"-აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

დღის ამბები