მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი წოწორიების სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.
ფოთის პორტის თანამშრომელ მამა-შვილს ბრალი, მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მუხლით წარუდგინეს და მათ 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, ამ დრომდე არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია, თუ როგორ და რა გზით შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.
დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ. მათი უფლებადამცველები ჯერჯერობით საქალაქო სასამართლოში არ გამოჩენილან.
დაახლოებით 1 საათში გახდება ცნობილი რას შეუფარდებს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლო დაკავებულ მამა-შვილს.
გამოძიების ინფორმაციით, 29 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, მამა-შვილმა წოწორიებმა მისი ტრანსპორტირება სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში უზრუნველყვეს. სწორედ ამის გამო არიან დაკავებულნი წოწორიები.
რაც შეეხება გამოძიებას, საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულ მამა-შვილს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.