მსჯავრდებული პრეზიდენტის მიერ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე დაკავებული წოწორიების სასამართლო პროცესი ამ წუთებში იმართება.
წოწორიების უფლებადამცველი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. მისი თქმით, დაკავებულებს დანაშაულის დაფარვასთან დაკავშირებით არაფერი საერთო არ აქვთ, ვინაიდან ისინი სრულებით აპოლიტიკური ადამიანები არიან, უბრალოდ შეხვდნენ ექსპრეზიდენტს და "გულში ჩაიხუტეს".
"შევთავაზებთ ალტერნატივის სახით გირაოს. ეს ადამიანები არ არიან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, აბსოლუტურად გამიჯნულები არიან პოლიტიკისგან, უბრალოდ ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს. შეხვდნენ, რასაც ჰქვია ჩაიხუტეს გულში და ეს დამოკიდებულება აქვთ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ.
დანაშაულის დაფარვაში, რასაც ესენი გულისხმობენ, ეს არის მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია და ტრანსპორტირება. რაში გამოიხატება დაფარვა დანაშაულის, ანუ ხელი შეუშალეს რაიმე დანაშაულის გახსნას," - აცხადებს ადვოკატი გიორგი გოგინავა.
ფოთის პორტის თანამშრომელ მამა-შვილს ბრალი, მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მუხლით წარუდგინეს და 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, ამ დრომდე არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია, თუ როგორ და რა გზით შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.