30 აგვისტო 2026,   18:15
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში იქნება თავისუფალი, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში - მე-3 პრეზიდენტის უფლებადამცველი

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები რუსთავის საპატიმროში მე-3 პრეზიდენტი სანახავად მივიდნენ. 

როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, მას იმედი აქვს, სააკაშვილთან საპატიმრო დაწესებულებაში შეხვედრები ძალიან ხანმოკლე იქნება, რადგან დარწმუნებულია რომ მსჯავრდებული საპატიმროს მალე დატოვებს. 

"ჩვენ უნდა ვნახოთ მიშა დღეს და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე დროის შემდეგ აქ შეხვედრა საჭირო არ იქნება და ყველაფერი წავა ისე როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის არის საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში იქნება თავისუფალი არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში," - ადვოკატი ბექა ბასილაია.

დღის ამბები