დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ პანდემია იქამდე არ გაჩერდება, ვიდრე კრიტიკული მასა არ იქნება აცრილი.
"ეპიდსიტუაციის სტაბილიზირებისკენ სვლა ქვეყანაში გრძელდება, თუმცა დღეს გამონაკლისი გვაქვს, განსხვავებით წინა სამშაბათისგან ზრდა გვაქვს დაახლოებით 400-500 ახალი შემთხვევის რაოდენობით. სხვანაირად ვერ გავაჩერებთ ამ ეპიდემიას, სანამ არ იქნება აცრილი კრიტიკული მასა, 75-80%, "დელტასთვის" ჩვენი სამიზნე 60% საკმარისი არ არის," - განაცხადა გამყრელიძემ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ცვლილებებზე მუშაობა დასრულებულია.
"უკვე პრაქტიკულად დასრულებულია მუშაობა ცვლილებებზე. ვფიქრობთ, რომ სამინისტრო მომავალ კვირას განიხილავს ახალ ცვლილებებს. ეს არ უშლის ხელს იმას, რომ ახალი მედიკამენტების გამოყენება დაიწყოს. ძირითადმა კლინიკებმა იციან ახალი მედიკამენტების მოხმარება. ახალი მედიკამენტები ეტაპობრივად შემოვა, ნაწილი ამ კვირაში ნაწილი კი მომდევნო კვირებში შემოვა,"- განაცხადა გაბუნიამ.