29 ნოემბერი 2021,   04:17
ვრცლად
კორონავირუსი და ვაქცინაცია - რომელი ვაქცინის ბუსტერ დოზის გამოყენებას დაუჭირა მხარი, სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის EMA-მ

ევროპის კვებისა და მედიკამენტების სააგენტომ, სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის, "მოდერნასა" და "ფაიზერისბუსტერდოზების გაკეთებას მხარი დაუჭირა.

ახლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თავად გადაწყვეტენ, დაამტკიცებენ თუ არა მესამე დოზის გაკეთებას. თუმცა ევროპული გაერთიანების რიგ ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში, მესამე დოზით აცრა უკვე დაწყებული აქვთ. ავსტრალიამ კი, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აუცრელია, ვირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული პრეპარატის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო.

ნიუ-იორკში უკვე ამოქმედდა სავალდებულო ვაქცინაცია სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, იგივე ვალდებულება ლოს ანჯელესში 15 ოქტომბრიდან შევა ძალაში.

დღის ამბები