20 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
"ფეისბუქის" გარეშე დარჩენილი მსოფლიო - სოციალური ქსელების რამდენიმესაათიანმა გათიშვამ მარკ ცუკერბერგი 6 მილიარდი დოლარით აზარალა

საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც Facebook-იInstagram-ი და Whatsapp-ი უეცრად გაითიშა და მომხმარებელი პანიკაში ჩააგდო. ზოგმა მომხდარი ინტერნეტ პროვაიდერს, ზოგმაც საკუთარ სმარტფონს დააბრალა. რეალურად კი პრობლემა სილიკონის ველზე დაფიქსირდა, სადაც Facebook-ის სერვერების ტექნიკური გადატვირთვა არასწორად მოხდა. საკუთარ მომხმარებლებთან კონტაქტზე გასვლა კომპანიას კონკურენტი აპლიკაციის მეშვეობით, Twitter-ით მოუხდა.

კომპანიის სერვერები 6 საათის განმავლობაში გათიშული იყო. ეს Facebook-ის შექმნიდან დღემდე ყველაზე ხანგრძლივი შეფერხება იყო, რომელმაც გარდა მორალური და რეპუტაციული ზიანისა, ფინანსური ზიანიც მოიტანა. შეფერხება პირდაპირპროპორციულად აისახა საფონდო ბირჟაზე, აქციების ფასი დაეცა, კომპანია წამიერად ასი ათასობით დოლარს კარგავდა, მხოლოდ მარკ ცუკერბერგმა, ჯამში, 6 მილიარდი დოლარი იზარალა. ბოდიშის მოხდა მან საბოლოოდ მისსავე პლატფორმაზე მოახერხა.

Facebook-ის განმარტებამ, რომ მომხმარებლების მონაცემთა ბაზიდან ინფორმაცია არ გაჟონილა, ბევრი დაამშვიდა.

Facebook-ს ამჟამად 3 მილიარდ ნახევარი მომხმარებელი ჰყავს, მათი დიდი ნაწილი მიბმულია ფეისბუქის შვილობილ Instagram-სა და Whatsapp-ის აპლიკაციებზე, რომელიც გუშინ ტექნიკური ხარვეზის გამო ერთდროულად გაითიშა. უკვე დღეს სოციალური მედიის პლატფორმაზე წესრიგი აღდგა, თუმცა Facebook-ს საკუთარი სანდოობის დამტკიცება ახლა სულ სხვა მიმართულებით მოუწევს.

დღის ამბები