16 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
საქართველო სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი ფორუმი კახეთში გაიხსნა

საქართველო სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი ფორუმი ოფიციალურად კახეთში გაიხსნა.

თავდაპირველად შედგა ჯუანშერ ბურჭულაძის ორმხრივი შეხვედრები მის კოლეგებთან. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებზე, ასევე საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე და მასში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობაზე.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაც.


დღის ამბები