ე.წ. დისბალანსების თემით მანიპულაცია მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის. ამ თემაზე დღეს ცესკოში სპეციალურ ბრიგინგზე ისაუბრეს.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა განაცხადა, წელს არაერთი ბერკეტი არსებობს თითოეული მონაცემის დეტალურად შესასწავლად.
"კომისიის თითოეული წევრი, როგორც პარტიული ნიშნით, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული, დეტალურად იყო ინფორმირებული, როგორც უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობაზე, ასევე იმის შესახებ, თუ რა სახის ბიულეტენი გაიცემოდა თითოეულ ამომრჩეველზე და მთლიანად ხმის დათვლის პროცესზე, რაც მათი ხელმოწერით დადასტურდა შემაჯამებელი ოქმებში,"- აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ნათია იოსელიანი.