ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ეპიდსიტუაცია მართვადია, თუმცა ფეთქებადსაშიში. როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ახლა ყველაფერი მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული.
"სიტუაცია ამჟამად მართვადია, მაგრამ ფეთქებადსაშიშია. როცა 2-3 ათასი შემთხვევა გვაქვს დღეში ახალი, იქ შეიძლება კლებისკენ წავიდეს ტენდენცია და შეიძლება მატებისკენაც წავიდეს. ამ ყბადაღებული მე-5 ტალღის დაწყებაც კი შეიძლება მოხდეს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოსახლეობის ქცევას,“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.