30 აგვისტო 2026,   07:26
ვრცლად
ტაივანსა და ჩინეთს შორის სამხედრო დაძაბულობა პიკს აღწევს

ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩინეთთან ყველაზე სერიოზული სამხედრო დაძაბულობა - ასე აფასებს ტაივანსა და ჩინეთს შორის შექმნილ მდგომარეობას ტაივანის თავდაცვის მინისტრი. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩინეთის 150-მდე სამხედრო თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში შევიდა.

ტაივანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის თავდაცვისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ოფიციალური პეკინი კი კუნძულს საკუთარ პროვინციად თვლის.

დღის ამბები