ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შინდისის გმირის საფლავი გაძარცვეს.
სოფელ ქვიანში რუსლან წულაძის დედას საფლავი გაძარცვული დახვდა. წაღებულია ალუმინის ნაკეთობები და საფლავის ჭიშკარი. როგორც ლიდია ინგინა ამბობს, შვილის საფლავზე ყოველდღე დადის, თუმცა წვიმიანი ამინდის გამო ბოლო დღეებში მისვლა ვერ მოახერხა და ფაქტის შესახებ 5 ოქტომბერს შეიტყო. მისივე განცხადებით, საფლავიდან მცირე ნივთები სხვა დროსაც იკარგებოდა, მაგრამ ჭიშკრის მოპარვის შემთხვევა პირველია.
შემთხვევა ლანჩხუთში გუშინ მოხდა. ინგინამ პოლიციას მაშინვე მიმართა. მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
რუსლან წულაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირია. 11 აგვისტოს ის 24 წლის ასაკში სოფელ შინდისთან გმირულად დაიღუპა.