20 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
სააფთიაქო ნარკომანიის სქემა გაშიფრულია - როგორ ხდება ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო გასაღება ქვეყანაში

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო გასაღება ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება. ისევე როგორც პრობლემაა გამსაღებელი ახალი აფთიაქების გაჩენა.

სქემა ასე მუშაობს: ფსიქოტროპული წამლებით არალეგალური ვაჭრობა მხოლოდ ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. სანამ საქმე ლიცენზიის გაუქმებამდე მივა, დაჯარიმებული "შპს" უქმდება და მისი მფლობელი ახალ ფარმაცევტულ კომპანიას არეგისტრირებს.

შესაბამისად, ამ ბიზნესში ჩართული პირები პერიოდულად იხდიან 8000 ლარს, რომლის ანაზღაურებასაც ისინი წამლების გაყიდვით რამდენიმე დღეში შეძლებენ.

რეგულირების სააგენტომ დღეს კიდევ 11 აფთიაქი დააჯარიმა, თუმცა არ არის გამორიცხული, მალე მათ ადგილზე ახალი ბიზნესსუბიექტები გაჩნდეს.

მიმდინარე წლის 7 თვეში 62 ფაქტია გამოვლენილი, რის შედეგადაც 27 000  ფსიქოტროპული აბია ამოღებული. რაც იმას ნიშნავს, რომ შავ ბაზარზე მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 200 000 ლარია.

მაგალითად, თამარ მეფის 33 ნომერში ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენად ხშირად არასრულწლოვნებიც დადიან და წამლებს არა სამედიცინო ჩვენებით, არამედ ნარკოტიკული თრობისთვის იყენებენ.







დღის ამბები