20 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულია. ინფორმაციას სუსი ავრცელებს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი "ცხელი ხაზის" გამოყენებით, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ერგნეთთან საქართველოს3 მოქალაქე დააკავა, მათგან ერთი, ნიკოლოზ ფეხშველაშვილის გათავისუფლება იმავე დღეს მოხდა. 

დღის ამბები