02 სექტემბერი 2026,   04:29
ვრცლად
მცხეთის მუნიციპალიტეტს 2 ამცრელი დაწესებულება დაემატა

მცხეთის მუნიციპალიტეტს 2 ამცრელი დაწესებულება დაემატა. ამიერიდან, მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებას სოფელ გალავნისა და სოფელ ძველი ქანდის ამბულატორიებშიც შეძლებს.

ადგილზე აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით მიმდინარეობს.

დღეისათვის სოფლის ამცრელი ამბულატორიები მცხეთა-მთიანეთის მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოქმედებს.

მოქალაქეებს რეგიონში ამ ეტაპზე ჯამში 18 ვაქცინაციის პუნქტი და 5 მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ემსახურება.

დღის ამბები