02 სექტემბერი 2026,   04:29
ვრცლად
გასულ კვირასთან შედარებით, ვაქცინაცია უფრო დაბალ ნიშნულზეა - ეპიდემიოლოგები მდგომარეობის სირთულეზე საუბრობენ

ეპიდემიოლოგები ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც, გასულ კვირასთან შედარებით, კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზეა. მათი შეფასებით, რეგულაციების მოხსნა რისკის შემცველია, თუმცა მთავარი რეკომენდაციების შესრულებაა.

მედიკოსები კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას აცრის, როგორც ეპიდემიის დამარცხების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იარაღზე. 

"ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. ვაქცინაციის პროცესი არ მიდის სწრაფი ტემპით და იმ ტემპით, რაც მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული. რეგულაციების მოხსნა, თეორიულად, შეიცავს რისკებს, მაგრამ ჩვენ თუ რეკომენდაციებს დავიცავთ და ვაქცინაცია გააქტიურდება, რა თქმა უნდა, ეს რისკები შემცირდება,“ - აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, ნათია გორდაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის დაბალი ტემპი სამომავალოდ ეპიდვითარების გაუარესების მიზეზად იქცევა.

„თუ რეკომენდაციების შესრულება ვერ განხორციელდება, ის დაწესებულებები, სადაც ვერ იქნება მინიმუმ თანამშრომელთა 80% იმუნიზირებული, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება ის უსაფრთხო გარემოდ. ეპიდვითარება არ გართულდება იმ თვალსაზრისით, თუ კომბინაციაში ვაქცინაციასთან ერთად, მოსახლეობა პირნათლად შეასრულებს რეკომენდაციებს,“ - აცხადებს ნათია გორდაძე.

დღის ამბები