07 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, სულ მალე კი სრულად ლიკვიდირებული იქნება.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი. 

ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. 

დღის ამბები