20 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
როდის დაიწყება 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების ვაქცინაცია და ე.წ ბუსტერ დოზები - იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილების მისაღებად მსჯელობს

როდის დაიწყება 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების ვაქცინაცია და ე.წ ბუსტერ დოზები - იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილების მისაღებად მსჯელობს. სხდომა1 საათზე მეტია, მიმდინარეობს.

იმუნიზაციის საბჭო განიხილავს ორ მოდელს - სრულად იყოს თუ არა დაშვებული 12 წლიდან Pfizer-ით ვაქცინაცია, ხოლო მეორე ვარიანტია, მშობლების ნებართვით მათი იმუნიზაცია, ვისაც ჯანმრთელობის სტატუსი აქვს. 

ამასთან, საბჭო ბუსტერ დოზების საკითხს განიხილავს, აქაც 2 მოდელია - ვინც რისკის ზონაში მუშაობს, ჟურნალისტები, პოლიცია, ექიმები, ხოლო მეორე ვარიანტი - 65 წელს ზემოთ მყოფი თანმდევი დაავადებების მქონე ყველა მოქალაქე. 

იმუნიზაციის საბჭოს სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურულია. 

დღის ამბები