ის მოქალაქეები, რომლებსაც ხშირად უწევთ მოგზაურობა სხვადასხვა მიზნით, შეძლებენ გაიკეთონ ევროკავშირის, ან აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინის გაკეთებას - მინისტრის მოადგილის თქმით, ამისთვის მათ ამცრელ დაწესებულებაში მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინონ.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც უწევს მოგზაურობა უცხოეთში, სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე და ისინი ითხოვდნენ ვაქცინაციას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირში, აშშ-ში, ამდენად, მათთვის მნიშვნელოვანი იყო განმეორებითი ვაქცინაცია ამ დოზებით.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციით, განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ, ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების ვაქცინაცია, მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის, ან ბიზნესმიზნებიდან. ეს შეიძლება იყოს "ფაიზერი", ან სხვა ვაქცინა, რომელსაც იღებს ის ქვეყანა, სადაც პირი მიემგზავრება.
ამისთვის, მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებებს და თან უნდა იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.