ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საკითხის შესწავლაში, რეგულირების სააგენტო ჩაერთვება.
გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულ საკითხს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"დიდი ტრაგედიაა და კიდევ ერთხელ მინდა, მწუხარება გამოვხატო ამ ფაქტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება იმ პროცედურას, რაც მსგავსი შემთხვევების დროს ხდება ხოლმე. რეგულირების სააგენტო ჩაერთვება ამ ფაქტის შესწავლაში და რაც გამოიკვეთება, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ,"- აცხადებს თამარ გაბუნია.
20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.