16 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
მცხეთაში საარჩევნო უბნების ნაწილში ხმებს ხელახლა ითვლიან - რის საფუძველზე მოითხოვა ბიულეტენების გადათვლა "პლატფორმა 20/20"-მა

საარჩევნო უბნების ნაწილში ხმებს ხელახლა ითვლიან, მათ შორის, ბიულეტენების გადათვლის პროცედურები უკვე ერთი საათია მიმდინარეობს მცხეთაში. აქ ორი უბნის შემთხვევაში ხმების გადათვლა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს.

"ჩვენ ვიხილავთ მე-18 და 21-ე უბნებს, სადაც იყო ასეთი შემთხვევა, რომ მე-18 უბანზე ბალანსი ვერ ჯდებოდა, ანუ მოსული ამომრჩევლის რაოდენობა იყო უფრო ნაკლები, ვიდრე ამოსული ბიულეტენების და შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებული ხმების საერთო რაოდენობის.

რაც შეეხება 21-ე უბანს, აქ ბათილი ბიულეტენების გადათვლას ვითხოვთ, ჩვენს დამკვირვებელს დაწერილი აქვს უბანზე საჩივარი იმის გამო, რომ ისეთი ბიულეტენები, სადაც ნება უკვე ფიქსირდებოდა აშკარად, ბათილად იყო მიჩნეული," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "პლატფორმა 20/20"-ის წარმომადგენელმა ნინო ბაზიკოშვილმა.

დღის ამბები