უკრაინის უმაღლესმა რადამ სპიკერი დმიტრო რაზუმკოვი თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას მხარი 284-მა დეპუტატმა, მათ შორის მმართველი პარტიის 215-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ზელენსკის მომხრეები რაზუმკოვს პრეზიდენტის ზოგიერთ ინიციატივაზე საბოტაჟში ადანაშაულებენ, კერძოდ კი, ის ოლიგარქიის შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდა.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტიაში რაზუმკოვის მისამართით ბევრი კითხვა იყო დაგროვილი. დმიტრო რაზუმკოვი ზელენსკის პარტია "ხალხის მსახურს" 2019 წლის მაისიდან ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას კი 2019 წლის აგვისტოდან იკავებდა.