1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1449 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1449 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1484 ლარი იყო.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0035 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი კი 3.6349 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.6326 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.