16 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ენმ-მ ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა - პარტია პროკურატურას მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - ანი წითლიძე პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა გუშინ ხმაურის ფონზე წარიმართა. კომისიამ მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტენები გადაითვალა, რის შედეგადაც მმართველი პარტიის კანდიდატს 12 ხმა დაემატა. საბოლოოდ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. პარტიაში კი არაერთ დარღვევაზე საუბრობენ.

რაც შეეხება მმართველი პარტიის კანდიდატს, მამუკა წოწერია ამბობს, რომ ბიულეტენების გადათვლა კანონის ფარგლებში მოხდა, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და "ქართული ოცნების" კანდიდატმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

თავად, ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი კი აცხადებს, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ენმ-ს ბრალდებები უსაფუძვლოა.

დღის ამბები