30 აგვისტო 2026,   07:27
ვრცლად
რა ვითარებაა ამ წუთებში ბათუმში - ბოლო ინფორმაცია 7 სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის ზონიდან

ბათუმში, ადგილზე, სადაც შენობა ჩამოინგრა, სამართალდამცავებმა უსაფრთხოების ზონა კიდევ უფრო გააფართოვეს და უსაფრთხოების ლენტები გადმოწიეს. მათ ასევე, ტერიტორიიდან მოქალაქეები განარიდეს

მძიმე კონსტრუქციები ტერიტორიიდან უკვე გავიდა და ათობით მეხანძრე-მაშველი ხელით მუშაობს ტერიტორიის გასასუფთავებლად. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. 

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ნანგრევებიდან 4 ადამიანია გამოყვანილი, მათ შორის 2 არასრულწლოვანია. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები